სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის „დუშკაბინით“ და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება - ხაბეიშვილი
...
ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელსაც ფაქტობრივად სახლში, ოჯახში შეუვარდნენ. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.
“ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელსაც ფაქტობრივად სახლში, ოჯახში შეუვარდნენ. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის „დუშკაბინით“ და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება, კი არ ეუბნება დაგეხმარებით, აგაშენებთ, არა, პირიქით, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვეუბნება, დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ და საერთოდაც აფეთქებით დაგვემუქრა კობახიძე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.