ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე თავისუფალია. მისი თქმით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ ნადირაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როცა თანაგუნდელის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავების შესახებ შეატყობინეს, ადგილზე მივიდა, სადაც ვითარების გარკვევას ცდილობდა და არკვევდა მიზეზს, თუ რატომ აკავებდნენ ეძგვერაძეს. როგორც ნადირაძე ჰყვება, სწორედ ამ დროს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. 

"როცა დამირეკეს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მოვედი ადგილზე, უკვე მანქანაში სვამდნენ, ერთადერთი კითხვა მქონდა, რატომ ხდებოდა მისი დაკავება და ვცდილობდი, რომ დრო გასულიყო და მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არანაირი დაცვა აღარ არსებობს, გარდა მედიისა, არასამთავრობო სექტორისა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. მანამ, სანამ გადამიყვანდნენ კონკრეტულ შენობაში, გაჩერებული ვყავდი აქედან დაახლოებით 100 მეტრში. როგორც ჩანს, ელოდებოდნენ მითითებებს, სად უნდა გადავეყვანე. როცა ვეკითხებოდი, ვიყავი თუ არა დაკავებული და რას ელოდებოდნენ, ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, მაგრამ შემდეგ გადამიყვანეს კონკრეტულ შენობაში და ხელწერილით გამოგვიშვეს იმ პირობით, რომ მალე, ალბათ, იქნება ჩვენი ადმინისტრაციული სასამართლო და ან ჩაგვსვამენ ორი კვირით, ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ქართულ ოცნებას სჩვევია" - აცხადებს ნადირაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა