უკრაინამ კურსკის ოლქში ოპერაციის დროს ბევრს მიაღწია - იენს სტოლტენბერგი

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს „ბევრს მიაღწია“. სტოლტენბერგის განცხადებას „როიტერი“ ავრცელებს.

ამავე დროს, სტოლტენბერგის თქმით, ძნელია იმის თქმა, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში.

„მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გააკეთონ აუცილებელი, რთული არჩევანი, მაგალითად, იმის შესახებ, სად განალაგონ თავიანთი ძალები და რა ტიპის ომია შესაფერისი ამ სიტუაციაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ, მიაღწიონ სამხედრო მიზნებს რუსეთის ტერიტორიაზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა