კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა

სულ ნახვები : 54
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კორონავირუსი  ეროვნული გამოცდების მეორე დღეს, კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა.

„ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, შევახსენებ მათ, რომ მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება. გუშინ, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა და გამოცდიდან მოხსნის ფაქტი საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წლის 1 ივლისიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტების რიცხვი, რომლებმაც გამოცდაზე გასვლა ვერ მოახერხეს 50-ს აღწწევს.

შეგახსენებთ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ აბიტურიენტებისთის, რომლებიც ვირუსის გამო, ვერ შეძლებენ გამოცდაზე გასვლას, ცალკე საგამოცდო სესია დაენიშნებათ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები