ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად - სტოლტენბერგი

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, რუსეთის თავდასხმის შემაკავებელი ბარიერი უფრო მაღალი იქნებოდა. შეაკავებდა თუ არა ეს რუსეთს, ამის თქმა შეუძლებელია. როდესაც პირველად ვეწვიე უკრაინას 2015 წელს, მე ვესტუმრე იქაურ საწვრთნელ ცენტრს. აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი იქ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ; ჩვენ, როგორც ნატო, ამას არ ვაკეთებდით. საერთო ჯამში, ჩვენი წვრთნა და აღჭურვილობა საკმაოდ შეზღუდული იყო. ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მეტი გაგვეკეთებინა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა