რუსული კანონის გამო, ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO ფუნქციონირებას აჩერებს

სულ ნახვები : 94
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO, რომელიც გარემოსდაცვით საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებას აჩერებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO გარემოსდაცვით საქმიანობას  2015 წლიდან ეწეოდა.ამ დროის განმავლობაში დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და საჯარო სტრუქტურების ჩართულობით განვახორციელეთ არაერთი გარემოსდაცვითი პროექტი ქვეყნის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად.

დაარსების დღიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა  საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებასა და ისეთი სტანდარტების დამკვიდრებაში, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება - შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას. თუმცა, GEO-ს გუნდი მუშაობას გააგრძელებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - GEO Outlook LLC. ცხადია, ამ ნაბიჯით გვეზღუდება ქვეყნისთვის საჭირო არაერთ  პროექტში მონაწილეობის საშუალება, თუმცა ჩვენი გუნდი ახალი სახელითა და ახალი იურიდიული ფორმით, შესაძლებლობების ფარგლებში, გააგრძელებს  გარემოსდაცვით საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად," - ნათქვამია განცხადებაში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა