26 ოქტომბერს ჩვენ უნდა ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ იზოლაციას და სიღატაკეს - ნიკა ობოლაძე

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ქართველი ხალხის ნება, ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ იზოლაციას და სიღატაკეს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკურმა მდივანმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

„ივანიშვილის ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება. ივანიშვილმა გააჟღერა თავისი სურვილი, საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატია საქართველოში - გააუქმოს პოლიტიკური ოპოზიცია და აკრძალოს არასამთავრობო სექტორი.

ამ ფონზე ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ის გახდეს სანქციების სამიზნე, უბრალოდ, ქვეყნისთვის სანქცირებული ხელისუფლების ყოლა არის გზა იზოლაციისა და სიღატაკისკენ.

26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ქართველი ხალხის ნება, ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ იზოლაციას და სიღატაკეს, შევიყვანოთ საქართველო ევროპის კავშირში, ევროპული ფონდებიდან მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო, დავასრულოთ მასობრივი ემიგრაცია და საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში იცხოვრონ ევროპული სტანდარტით", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა