გურიაში 48 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
სულ ნახვები :
267
...
გურიის სოფელ ნატანებში, ორი თვის დაკარგული 48 წლის მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს.
Guria Tv-ის ინფორმაციით, ის მეზობელმა მაშინ იპოვა, როდესაც წაბლის შესაგროვებლად იყო წასული.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, თუმცა წინასწარი დათვალიერებით მას გარეული ცხოველების თავდასხმის კვალი ატყვია.