ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს, რომ „ოცნება“ აღარ დაინდობს არც ერთ უნივერსიტეტს - სიმონ ჯანაშია
....
ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს, ამის შესახებ "ძლიერი საქართველო“ წევრმა, განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა
რპგორც ის განმარტავს, ავტორიზაციის ექსპერტებმა დადებითი დასკვნა დადეს, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მაინც ჩათვალა, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტს ზეპირი გადაწყვეტილება გააცნეს და შესაბამისი ოქმი 2 კვირაში გადაეცემა.
სიმონ ჯანაშიას თქმით, უნივერსიტეტს სჯიან იმისთვის, რომ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ სტუდენტებიც და ლექტორებიც.
"ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია. არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების სფერო. ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აღარ დაინდობს არც ერთ უნივერსიტეტს და არც ერთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ამიტომ არის განსაკუთრებით საგანგაშო. ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, იმისთვის რომ არჩევნები მოიგოს", - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.