რუსი დიქტატორი ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
...
დიქტატორი პუტინი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში.
რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფოს განვითარების პრობლემების გადაჭრაში.
გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ვკითხულობთ პუტინის მიერ აფხაზთა ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასათვის გაგზავნილ მილოცვაში.