რა საფრთხე ემუქრებათ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ რუსეთის მოქალაქეებს? - დიმიტრი ცქიტიშვილი
...
„შუქრუთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია, მთავრობა უსირცხვილოდ დუმს!, - ამის შესახებ დღეს, 1-ელ ოქტომბერს, „გახარია საქართველოს“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დროულად ჩაერთონ შუქრუთელების პრობლემების მოგვარებაში.
„თითქმის ერთი თვეა, სოფელ შუქრუთის დაზარალებული მოსახლეობა მთავრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს მიმართეს. მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.
სოფლის მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფოს მართვაში მყოფი „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის გამო უსახლკაროდ დარჩა, მიზეზი - მათი საცხოვრებელი გარემოს მკვეთრი გაუარესებაა. რამდენიმე თვეა ისინი კომპანიასთან 3 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულებას და კომპენსაციების მიღებას უშედეგოდ ითხოვენ. მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთან მოლაპარაკებას საკითხით მანიპულირება არჩია.
კომპანიისგან იგნორირებული მოსახლეობის მიმართვას არაფრად აგდებს მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა. შუქურთელები 31-დღეა შიმშილობენ, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანაც კი აუცილებელი გახდა, დანარჩენები კი, მათ შორის ქალები, ღამეს პარლამენტთან, სიცივეში ათენებენ.
საქართველოს მთავრობა უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთი მხრივ, სოფელ შუქრუთში სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი - ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია საცხოვრებლად. მეორე მხრივ კი - სულ უფრო მძიმდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ჯორჯიან მანგანეზის” არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება.
როგორც არ უნდა ეცადოს საქართველოს მთავრობა და წარმოაჩინოს ეს პროტესტი, მხოლოდ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავად, მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.
მოვუწოდებთ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეწყვიტოს უმოქმედობა და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ჯანმრთელობა, ვიდრე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სასწრაფოდ ჩაერთონ პროცესში და უზრუნველყონ საკითხის სამართლიანი და გამჭვირვალე დარეგულირება.
სახელმწიფო პასუხისმგებელია შუქრუთელების უსაფრთხოებაზე, მათი გამოხატვის თავისუფლებასა და მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვაზე“, - აცხადებს ცქიტიშვილი.