ისრაელის არმიასა და ჰეზბოლას შორის შეტაკებები ჯერ არ მომხდარა
სულ ნახვები :
96
...
„ისრაელის ოპერაცია სამხრეთ ლიბანში შეზღუდულია და უფრო დიდი ოპერაცია, რომელიც მოიცავს ბეირუთს, არ განიხილება“, - განაცხადა Ynet-ის ცნობით ებრაელმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, ჰეზბოლასთან პირდაპირი შეტაკებები სამხრეთ ლიბანში ჯერ არ დაფიქსირებულა.
წყარომ უარი თქვა დაკონკრეტებაზე, თუ რა მანძილზე მიიწევდნენ ისრაელის ძალები ლიბანის ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო "დისტანცია, რომლის დაფარვაც შეიძლებოდა ფეხით.
ჰეზბოლას სპიკერმა განუცხადა ლიბანურ ტელეარხ Al Jadeed-ს, რომ „ჯერჯერობით არ მომხდარა პირდაპირი სახმელეთო შეტაკება ლიბანსა და ისრაელს შორის“.