უკრაინის სკოლებში რუსულად ლაპარაკი აიკრძალება

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის რადაში დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლის ტერიტორიაზე რუსულად საუბარს აუკრძალავს.

ამის შესახებ კანონპროექტის ინიციატორმა, სახალხო დეპუტატმა და განათლების სპეციალისტმა, ნატალია პიპამ ისაუბრა.

„2021 წლიდან ყველა სკოლას საგანმანათლებლო პროცესის უკრაინულ ენაზე წარმართვას ვავალდებულებთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გაკვეთილის დამთავრებისთანავე, ბავშვები და ზოგჯერ მასწავლებლები გადადიან რუსულად საუბარზე. ამის შესაცვლელად დავარეგისტრირებ კანონპროექტს, რომელიც შესვენების დროს, სკოლის ეზოში, სტადიონზე და სკოლის მთელ ტერიტორიაზე ყველას უკრაინულად ლაპარაკს დაავალდებულებს“, - აღნიშნა პიპამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა