ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები - ნიკა გვარამია ბიზნესმენებს

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში მიმდინარე ყრილობაზე ქართველ ბიზნესმენებს მიმართა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ბიზნესმენები არიან მთავარი ძალა ქვეყნის წინ წაწევის და მათზე იზრუნებენ.

„მინდა, მივმართო ქართველ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესმენებს, ძვირფასებო, არ შეგეშინდეთ, თქვენ ხართ მთავარი ძალა ამ ქვეყნის წინ წაყვანის, მთავარი ხალხი, ვინც დაამარცხებს სიღარიბეს და ამ ქვეყანას მოუტანს იმას, რომ არავის უჭირდეს, არავის შიოდეს და ყველას ჰქონდეს სწავლის, ჯანდაცვის, დასვენების და ბედნიერი სიბერის ფული. თქვენ უნდა მოიტანოთ საქართველოში ბედნიერება და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, არავითარი დაჭერები არავითარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი და ამ ყველაფერის შემდეგ, შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ, მომავალი თქვენია“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა