გვაქვს პასუხისმგებლობა, გამოვტაცოთ რუსეთს საქართველო და წავიყვანოთ ევროპისკენ - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გვაქვს პასუხისმგებლობა, გამოვტაცოთ რუსეთს საქართველო და წავიყვანოთ ევროპისკენ - თქვა კოალიცია - ცვლილებებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავში, კოალიციის პირველ მასშტაბურ ყრილობაზე.

"მე მინდა მივმართო ქართველ ხალხს, ისტორია იშვიათად იძლევა პრივილეგიასა და ფუფუნებას გადაარჩინო სამშობლო. ჩვენ ეს ფუფუნება გვაქვს, მაგრამ ამავდროულად გვაქვს უმძიმესი პასუხისმგებლობა, გამოვტაცოთ რუსეთს საქართველო. წავიყვანოთ ევროპისკენ და გავხადოთ მთავარი დასაყრდენი დასავლეთისა, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს შავი ზღვისპირეთში.

გვინდა, რომ იყვნენ უსაფრთხოდ, ბედნიერად, არ გარბოდნენ უბედურებისკენ, არამედ ისწრაფვოდნენ ბედნიერებისკენ. ეს ჩვენი ვალია, მის შეუსრულებლობას არ გვაპატიებენ წინაპრები და ჩვენი მომავალი თაობა. ამიტომაც ჩვენ მოვალთ 26 ოქტომბერს და მომავალი ჩვენია"  - განაცხად ნიკა გვარმიამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა