აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები, პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი - ზურა ჯაფარიძე

სულ ნახვები : 56
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე. ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა, ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. მეორე მხარეს არის რუსეთი და უნდა გვესმოდეს, რას კარგავს ის - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ რუსთავში, კოალიციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

მისი თქმით, ეს არჩევნები არის პრინციპული არჩევნები იქითა მხარისთვისაც, ამიტომ არის ფსონები ძალიან მაღალი:

"აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე. ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა, ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. მეორე მხარეს არის რუსეთი და უნდა გვესმოდეს, რას კარგავს ის.

თუ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, რუსეთი კარგავს არა მარტო საქართველოს, არამედ კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, კარგავს გავლენას შავ ზღვაზე, კარგავს მონოპოლიას სახმელეთო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპისკენ. საბოლოო ჯამში, რუსეთი იღებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრ და სავარაუდოდ ნატო-ს წევრ წარმატებულ ქვეყნებს საკუთარ საზღვრებთან და რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება გადაედოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს.

ამიტომ, ეს არჩევნები არის პრინციპული არჩევნები იქითა მხარისთვისაც, ამიტომ არის ფსონები ძალიან მაღალი" - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა