ყველა ხვდება, რომ ცვლილებები გარდაუალია - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვინც არ უნდა გააჩეროთ, ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ქუთაისსა თუ სხვა სოფლებში, ყველა ამბობს რომ მათი დატოვება ("ქართული ოცნების") აღარ შეიძლება და ყველა ხვდება, რომ ცვლილებები გარდაუალია - გნაცხადა  კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გადაცემაში “რეაქცია“.

მისი თქმით,  ყველა ხვდება, რომ ცვლილებები გარდაუალია.

"ვინც არ უნდა გააჩეროთ, ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ქუთაისსა თუ სხვა სოფლებში, ყველა ამბობს რომ მათი დატოვება ("ქართული ოცნების") აღარ შეიძლება და ყველა ხვდება, რომ ცვლილებები გარდაუალია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, რადგან ჩვენ არ ვართ დღეს დემოკრატიული ქვეყანა, საჯაროდ, თავის პოზიციებს ვერ აფიქსირებენ , პირადად, ეს ადამიანებიც ადასტურებენ, რომ გარდაუალია ხელისუფლების ცვლილება.

ერთმა საჯარო მოხელემ ღიად მითხრა - "დღეებს ვითვლი როდის წავლენ". ასე ითვლის დღეებს საქართველოს ყველა გონიერი მოქალაქე, რომელიც ზუსტად ხვდება, რომ ცვლილებების გარეშე, ამ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეებს მომავალი ვერ ექნებათ“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა