ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია - ბლინკენი

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია– ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თავდასხმა მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს.

ბლინკენის განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვა, ისრაელმა კი „ეფექტურად დაამარცხა ეს შეტევა“.

ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა