ქართველი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით, ბრძოლით, ბოლომდე მიწოლით, ესენი უნდა გავუშვათ ოპოზიციაში - ცისკარიშვილი ოცნებაზე
...
25 დღეში უნდა შევცვალოთ ეს რეჟიმი, ბევრისთვის 2012 წელსაც კი ნათელი იყო რა დაპირებებსაც გასცემდა - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ოცნება უნდა წავიდეს ოპოზიციაში.
" 25 დღეში უნდა შევცვალოთ ეს რეჟიმი, ბევრისთვის 2012 წელსაც კი ნათელი იყო რა დაპირებებსაც გასცემდა. ბევრ ადამიანს მაშინაც ესმოდა, რომ ეს ადამიანი იტყუებოდა - რუსი ოლიგარქი ვერასდროს გააოცებს ევროპას დემოკრატიით. მათ მაშინ შეძლეს გამარჯვება დადგმული კადრებით და რადგან ხალხმა გადაწყვიტა და მიიღეს მეტი პროცენტი, სააკაშვილმა აღიარა დამარცხება, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანი ახლა მაგას აპირებდეს. თუმცა, ქართველი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით, ბრძოლით, ბოლომდე მიწოლით, ესენი უნდა გავუშვათ ოპოზიციაში, თუ ამის პოლიტიკური ნებისყოფა ეყოფათ“- განაცხადა ცისკარიშვილმა.