ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

სულ ნახვები : 54
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა“,- აღნიშნულ ინფორმაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ავრცელებს.

გორგოძის თქმით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, კორონავირუსის გამო, საგამოცდო პროცესში ჩართვა, დამატებითი სესია დაენიშნებათ.

,,დაიწყო უცხოურ ენებში გამოცდა, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად დღეს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია“, - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები