არავის აქვს უფლება თანამშრომელს კივილით, ღრიალით, თანაც უშვერი სიტყვებით ელაპარაკოს - რატომ დატოვა „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა?

სულ ნახვები : 343
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის, აჭარის რეგიონის კორესპონდენტმა ლაშა ველიაძემ არხი დატოვა.

ამის შესახებ ველიაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და მიზეზად, მის მიმართ არასათანადო დამოკიდებულება დაასახელა.

„5 წელი გავქაჩე…დღეს კულმინაცია იყო… არავის აქვს უფლება თანამშრომელს კივილით, ღრიალით, თანაც უშვერი სიტყვებით ელაპარაკოს. ბუნებრივია ვეღარ გავატარე… არც პირველი ვარ და სამწუხაროდ არც უკანასკნელი ვინც ამ არხიდან არაადამიანური დამოკიდებულებების გამო მიდის… დეტალებზე საუბარს რა თქმა უნდა არ ვაპირებ იმიტომ რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს.

დასრულდა ჩემი “რუსთავი2”…

მადლობა სასიამოვნო თანამშრომლობისთვის ნიუსრუმის ბავშვებს, მადლობა ყველა რეგიონის ჯგუფს, მადლობა  ოპერატორებს, მადლობა მემონტაჟეებს,მადლობა დელისის ბიჭებს და ტექნიკურ სამსახურს. წარმატებები მუდამ.

პ.ს. ჯერ სახლში და მერე ვნახოთ", - წერს ჟურნალისტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები