ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივების თქმით, საავტომობილო გზაზე დიდი რაოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა.

აჭარა თაიმსის ინფორმაციით, მეწყერი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ტყეში განვითარდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს გზა "ქართული ოცნების" დელეგატის, გია ჭყონიას კერძო საკუთრებასთან მიდის.  ბიზნესმენს ტყეში კოტეჯები აქვს მოწყობილი.

ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ გაწმენდით სამუშაოები უკვე დაწყებულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა