საიას დამკვირვებლები 1 500-ზე მეტ უბანზე იქნებიან წარმოდგენილი
...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 1 500-ზე მეტ საარჩევნო უბანზე იქნებიან წარმოდგენილი.
ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნანუკა ყრუაშვილმა განაცხადა.
,,ჩვენ არჩევნებზე 650-მდე დამკვირვებელი გვყავს და 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს დავაკვირდებით, რაც საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების ნახევარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვეყოლება მობილური და სტატიკური დამკვირვებლები, დავფარავთ მთლიან საქართველოს და ვცდილობთ დავფაროთ ეროვნული უმცირესობების რეგიონები. ჩვენ არჩევნებს ვაკვირდებით საზღვარგარეთაც, სადაც 20 დამკვირვებელი გვეყოლება.
იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით, ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარიმართება, ვფარავთ იმ რაოდენობის საარჩევნო უბნებს, რომელიც საჭიროა ტენდენციების გამოსაკვეთად.
ჩვენი დამკვირვებლები მაქსიმალურად დატრენინგებულები არიან, მათ კარგად იციან საარჩევნო სამართალი და ინფორმირებულები არიან ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება უბანზე დაფიქსირდეს",- განაცხადა ყრუაშვილმა.