ახმეტაში გელა მთივლიშვილს საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ

სულ ნახვები : 329
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ახმეტაში ჟურანლისტ გელა მთივლიშვილს , საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ.

როგორც მთივლიშილი სოციალურ ქსელში წერს :

„ახმეტაში მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაგვესხნენ სავარაუდოდ უბნის მაყურებლები, როცა შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მათი და “ქართული ოცნების” კოორდინატორების გასვლა მოვითხოვეთ. დღეს მეც და ლადოც დამკვირვებლების სტატუსით ვმუშაობთ. ტელეფონი წაგვართვეს, გადაღებაში ხელი შეგვიშალეს, დაგვარტყეს, მოგვაფურთხეს და გვაგინეს. მანამდე, ახმეტის 1-ელ უბანში შევესწარით ფაქტს, როგორ გადასცა “ოცნების” კოორდინატორმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული, ამბობს, რომ ვალი გაუსტუმრა. 112-ზე დავრეკეთ, რეაგირება არ არის“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა