ასლან ბჟანია მეორე ვადით აპირებს ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობას





...
რამდენიმე თვეში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
ამ დროისთვის რესპუბლიკაში კლასიკური საარჩევნო კამპანიის ატრიბუტები საზოგადოებაში შესამჩნევი არ არის. და კანდიდატებთან დკავშირებითაც არაა არანაირი სიცხადე.
როგორც აფხაზური მედია წერს, მოქმედი პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რა თქმა უნდა, აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას. ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა ლიდერულ ამბიციებს არ მალავს. აფხაზეთის ყოფილმა სავაჭრო წარმომადგენელმა რუსეთში ოლეგ ბარციცმა თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტობისთვის კონკურენციის მზადყოფნა გამოაცხადა (და, როგორც ჩანს, ეს პოტენციური კანდიდატების სიიდან პირველმა გააკეთა). ტრადიციულად, დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატებიც იქნებიან ნაკლებად ცნობილი.
როგორც უკვე არაერთხელ დავწერეთ, ფორმალურად ბჟანიას გამარჯვების ყველა შანსი აქვს, რადგან მოსკოვს არანაირად არ ეწინააღმდეგება.
„თუმცა, დამაბნეველია რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნებული ბარციცის ფიგურა. ძველი ტრადიციის თანახმად, რესპუბლიკის მომავალი მეთაური მოსკოვიდან მოდის, სადაც ის უერთდება პოლიტიკურ პროცესებს. ოპოზიციურ ბანაკში არ არის ერთიანობა, იგივე კან კვარჩია აღმოჩნდა რუსულ „შავ სიაში“ და გარდა ამისა, ოპოზიციის ნაწილს ბრალი დასდეს „უცხოურ აგენტოვაში“, რამაც ცეცხლზე ნავთი დაასხა“, - წერენ აფხაზები.
ოკუპირებულ რეგიონში დარწმუნებული არიან, რომ 2025 წლის ზამთრის ბოლიო და გაზაფხულის დასაწყისი პოლიტიკურად ძალიან ცხელი იქნება.