ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა არაერთი ძალადობის ფაქტი - ილონა დიასამიძე

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მედიაომბუდსმენის, ილონა დიასამიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელდა ძალადობის ფაქტები და მათ ელი შეეშალათ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედიაომბუდსმენმა, განცხადებით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამ დრომდე არ მომხდარა გამოძიების დაწყება.

„ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა არაერთი ძალადობის ფაქტი. ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიმართვები, გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. ჯერ-ჯერობით გამოკითხული არის მხოლოდ და მხოლოდ ორი ჟურნალისტი. ჟურნალისტებს თითქმის არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ის მცირედი შესაძლებლობებიც კი გამოეყენებინათ, რაც აქვთ მედიაორგანიზაციებს არჩევნების დღის განმავლობაში. მათ ხშირ შემთხვევებში არ აძლევდნენ ფოტო და ვიდეო გადაღების საშუალებას აყენებდნენ სიტყვიერ  და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც რეალურად ხელს უშლიდა ჟურნალისტურ საქმიანობაში და მოქალაქეებს ართმევდა შესაძლებლობას, რომ მიეღოთ ინფორმაცია“, -განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა