30 ოქტომბერი ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ





...
ტერორმა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის სიცოცხლე შეიწირა. ეს წმენდა აფხაზ ხალხს ძალიან ძვირად დაუჯდა. მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში შვიდ ათასზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული.
„ამ დღეს ვიხსენებთ სტალინური რეჟიმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს. სტალინის რეპრესიების პიკი, რომელმაც აფხაზეთში ათასობით ოჯახი დააზარალა, 1937 წელს დადგა. მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა ექვემდებარებოდა პოლიტიკურ დევნას: გლეხებს, მუშებს, მწერლებს, პოეტებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, ექიმებს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს დევნიდნენ.
მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების შუა ხანებში აფხაზეთში მასობრივი რეპრესიები არ ყოფილა. ისინი მაშინვე დაიწყო, რაც აფხაზეთის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნესტორ ლაკობა თბილისში ლავრენტი ბერიამ მოწამლა.
არასრული მონაცემებით, 1937 წლის ივლისიდან 1938 წლის ნოემბრამდე აფხაზეთში რეპრესირებულ იქნა 2186 ადამიანი, მათგან 748 დახვრიტეს, 377 კი ციხეებში უკვალოდ გაუჩინარდა“, - წერენ აფხაზები.