გაყიდული 600 მილიონი დოლარი და მინიმუმამდე დაყვანილი უცხოური ვალუტის რეზერვი - რას აკეთებს ეროვნული ბანკი?

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეროვნულ ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვი მინიმუმამდეა დაყვანილი - ამის შესახებ განცხადებას, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე აკეთებს.

მისი თქმით, იმისთვის რომ ოქტომბრის თვეში არსებული ეროვნული ვალუტის მძიმე მდგომარეობა გადაფარულიყო, ეროვნულმა ბანკმა 600 000 000 დოლარი გაყიდა.

„ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები კრიტიკულ დომენს მიუახლოვდა. თუ კი აგვისტოს თვეში 2023 წელს, იგი შეადგენს 5,4 მილიარდ დოლარს დღეისათვის იგი დაეცა 4 მილიარდ დოლარამდე. მალავს ამას ეროვნული ბანკი, მაგრამ სულ მალე გამოქვეყნდება სტატისტიკა და ჩვენ ვიხილავთ რა კატასტროფული პროცესები მიმდინარეობს ოქტომბრის თვეში, არნახული რამ მოხდა. ოქტომბრის თვეში ლარის განადგურების თავიდან ასაცილებლად, რომლის მიზეზიც არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ეროვნულმა ბანკმა დახარჯა 600 000 000 დოლარი. ეს არ მომხდარა 2020 წლის ოქტომბერშიდაც კი, როდესაც ერთმანეთს დაემთხვა საპარლამენტო არჩევნები და მძვინვარებდა პანდემია", - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა