ესპანეთში წყალდიდობას 51 ადამიანი ემსხცერპლა





...
ესპანეთის ვალენსიის მხარეში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 51 ადამიანი ემსხვერპლა.
მხარის მთავრობის მეთაურმა, კარლოს მაზონმა ამბობს, რომ დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
მედიით და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ანგრევს წყლის ნაკადი ხიდებს და მიაქვს მანქანები.
ესპანეთის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ძლიერი კოკისპირული წვიმებია, რის შედეგადაც მრავალი რაიონი დაიტბორა, ასევე შეფერხდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.
ავიარეისი, რომელიც ვალენსიაში უნდა დაშვებულიყო, გაუქმდა ან გადამისამართდა სხვა რეგიონებში. რეგიონში მთლიანად შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.