ქუჩაში რა უნდა გააკეთოს? გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ - გაბაცხადა  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას განცხადების პასუხად, რომლის თქმითაც, ქუჩა დარჩ ერთადერთი ადგილი,  სადაც ქვეყნის ბედი წყდება.

კობახიძის თქმით, გვარამიას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

„ზოგადად, გვარამია და ქუჩა ძალიან უცხო ცნებებია ერთმანეთისგან, ყველა თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დადებითი თვალსაზრისით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უარყოფითი თვალსაზრისით არ ვგულისხმობ. ზოგადად, ქუჩას რაც შეეხება - არჩევნების და ქუჩის წარმატებას სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ მის პარტიას მოვუგეთ 890 000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში, თავად შეგიძლიათ, განსაჯოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა