კიდევ 246 საარჩევნო უბანი, რომლის ბათილობასაც ითხოვენ

სულ ნახვები : 94
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 310 ოქტომბერს ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც კიდევ დამატებით 246 საარჩევნო  უბნის მონაცემების ბათილობა მოითხოვეს.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ უბნებზე ხდებოდა საარჩევნო პროცესის ხელის შეშლა და ამომრჩევლის ნების გამოხატვაში ხელის შეშლა.

„საჩივრები შეეხება ისეთ სერიოზულ დარბევებს, როგორიც არის ხმის მიცემის ფარულობა, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევები, მარკირების შეუმოწმებლობა, მარკირების გარეშე ხმის მიცემა, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ფაქტები, დაკვირვების პროცესის ხელის შეშლა, განსაკუთრებით ვერიფიკაციის დროს. უბანზე არაუფლება მოსილ პირთა ყოფნა, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილები და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის შემთხვევების ასობით ფაქტზე", - განაცხადა თოლორაიამ.

უბნების რაოდენობა, რომელთა გაბათილებასაც ითხოვენ:

ბათუმში 33 უბანი;

მარნეული- 32

გარდაბანი - 27

ქუთაისი -17

გორი -15

თელავი - 15

ბოლნისი -11

ქობულეთი - 8

ლაგოდეხი- 8

გურჯაანი -8

კასპი -8

ახალციხე - 7

დედოფლისწყარო - 6

მცხეთა - 7

ქარელი- 7

საგარეჯო- 6

სიღნაღი - 5

ზუგდიდი - 4

ხაშური - 4,

სენაკი - 3

ყვარელი -2

ახმეტა -2

ბორჯომი-2

წალკა2-

ადიგენი - 2

დუშეთი - 2

ხობი - 1

ახალქალაქი - 1

დმანისი 1

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა