მოკლულია ჰეზბოლას უფროსი მეთაური

სულ ნახვები :
177




...
ისრაელის არმიამ გამოაცხადა ლიბანში მუსტაფა აჰმედ შაჰადის, ელიტარული რადვანის ძალების მეთაურის მოადგილის ლიკვიდაციიის შესახებ. დაჯგუფება ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას შემადგენლობაშია.
IDF-მა ასევე მოუწოდა ლიბანის ქალაქ ბაალბეკის მაცხოვრებლებს სასწრაფოდ დაეტოვებინათ სახლები ტერორისტების ობიექტებზე თავდასხმების დაწყებამდე.
ამასობაში ჯგუფის ახალმა ლიდერმა შეიხ ნაიმ ყასემმა თავისი სიტყვა დაიწყო. მან პატივი მიაგო ისრაელის მიერ მოკლულ ჰეზბოლას და ჰამასის წინა ლიდერებს.