წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მომავალ დღეებსა და კვირებში - ჰერჩინსკი

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები და დასკვნები მიუთითებენ რამდენიმე სერიოზულ დარღვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს, რადგან ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის.

„ჩვენ განვაგრძობთ მდგომარეობის ძალიან ყურადღებით მეთვალყურეობას. ეუთო/ოდირი არის ის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აფასებს, არჩევნები აკმაყოფილებენ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. მათი წინასწარი მიგნებები და დასკვნები მიუთითებენ რამდენიმე სერიოზულ დარღვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს რეკომენდაციებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გააცნობიერონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ჩვენ ასევე, შევნიშნეთ საქართველოს პროკურატურის განცხადებები. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკვე გამოაცხადა, რომ იგი განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპული საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაზე, ბუდაპეშტში 8 ნოემბერს.

„თქვენ ხედავთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკვე გამოაცხადა, რომ იგი განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპული საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაზე ბუდაპეშტში, 8 ნოემბერს. გუშინ ბრიუსელში პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წინასწარი განხილვა გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ. ყველა ვარიანტი განიხილება. სხვადასხვა ვარიანტი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ გზას. თქვენ დამისვით კითხვა სანქციების შესახებ. როგორც არაერთხელ გამიმეორებია, ევროკავშირის შემთხვევაში შემაკავებელი ზომების შემოღება, სანქციების შემოღება ერთსულოვნებას მოითხოვს. უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს მხოლოდ ხმების კვალიფიციურ უმრავლესობას. ეს ყველაფერი განიხილება წევრ სახელმწიფოებთან. გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმშიც დევს გარკვეული დაცვის მექანიზმები და ეს არის ევროპული კომისიის კომპეტენცია, რომ მუდმივად აწარმოებდეს მონიტორინგს, სრულდება თუ არა აღნიშნული დაცვის მექანიზმები.

„ევროპულ კომისიას ევალება, წევრ ქვეყნებთან განხილვა დაიწყოს, თუ სხვადასხვა საკონტროლო ნიშნულები არ იქნება დაცული, და ის ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზეც ეს შეთანხმება შედგა, მეტად აღარ მოქმედებს. როგორც ბევრჯერ იყო ნათქვამი, ყველა ვარიანტი განიხილება“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა