კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო - მილერი





...
"კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საუბრობს.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ნიშნავდა მხოლოდ იმას, რაც მასში იყო ნათქვამი და არაფერს სხვას.
ასევე, ჩვენ ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ოლეგებთან ევროკავშირში, სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის თავზე თავად ისაუბრებს, თუმცა, როგორც მესმის, მან თქვა, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაცია აქვს. იმედი მაქვს, რომ ის ამას გააზიარებს. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ ჩაატარებს მას - საქართველოს ოფიციალური პირები თუ სხვა ვინმე" - განაცხადა მეთიუ მილერმა.