გვინდა ვიხილოთ, რომ ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია - მილერი
...
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე ატლანტიკური საბჭოს მკლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშების დაყადაღებაზე ჰკითხეს.
მილერმა თქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ მათ სურთ, დაინახონ, რომ საქართველოში ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაზე [სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის საქმე] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, ცხადია, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია, გვინდა დავინახოთ, რომ ისინი თავისუფლები არიან პროტესტში, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა"- თქვა მილერმა.