ასე არ შეიძლება საქართველოზე ზემოდან ყურება, მილიონ 200 ათასი ქართველის ხმას ვერავინ გააუქმებს - შალვა პაპუაშვილი





...
ასე არ შეიძლება საქართველოზე ზემოდან ყურება, მილიონ 200 ათასი ქართველის ხმას ვერავინ გააუქმებს - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ამ არჩევნებში უცხოელები იყვნენ ჩართულები და ახლა ისინი თავს დამარცხებულად მიიჩნევდნენ.
„ვხედავდით, რომ ამ არჩევნებში უცხოელები მონაწილეობდნენ, მხარეები იყვნენ. ხედავდით, ხომ მოწოდებებს უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან?! უცხოელი, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები ჩართული იყვნენ და ზოგიერთი ორგანიზაციაც. უცხოელები იყვნენ ამ არჩევნებში ჩართულები და გასაგებია, რომ ისინიც თავს დამარცხებულად მიიჩნევენ. ამ დამარცხების ლუსტრაცია უნდათ, რომ ქართველ ხალხზე ჯავრის ყრაში გადმოიტანონ. ასე არ გამოვა! მილიონ 200 ათასი ქართველის ხმას ვერავინ გააუქმებს. ყველამ კარგად უნდა გაიგოს ეს ხმა! დაფიქრდეს რატომ იყო ეს ხმა ასეთი ხმამაღალი, მჭექარე. შემთხვევით, თავად ზოგიერთი ევროპელი თუ უცხოელი ხომ არაა მიზეზი იმის, რომ ქართველი ხალხი ქუდზე კაცად გამოიყვანეს იმისთვის, რომ მათთვის ხმა მიეწვდინათ, რომ ასე არ შეიძლება საქართველოზე ზემოდან ყურება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.