საქართველოში არჩევნების ნაცვლად რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა - სალომე სამადაშვილი





...
ზეწოლა დასავლეთიდან გაიზრდება იმის პროპორციულად, რამდენად მწვავედ გააპროტესტებს ამას ჩვენი საზოგადოება ქვეყნის შიგნით, - განაცხადა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნების ნაცვლად რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა.
„ეს იყო რუსული სპეცოპერაციის ამოცანა, რაც ჩატარდა ქვეყანაში 26 ოქტომბერს არჩევნების ნაცვლად. ამის მიზანი იყო სწორედ ეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ ჩარაზულიყო. რუსეთმა ამ ეტაპზე მიაღწია საწადელს ბიძინა ივანიშვილის ხელით. ჩვენ ვხედავთ რომ შეჩერდა ყველანაირი პროცესი. ჩვენ გვითხრეს პირდაპირ, რომ ევროკავშირში ეს ქვეყანა ვერ გაწევრიანდება.
ზეწოლა დასავლეთიდან გაიზრდება, მაგრამ გაიზრდება იმის პროპორციულად, რამდენად მწვავედ გააპროტესტებს ამას ჩვენი საზოგადოება ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ თუ ქართველები ეგუებიან იმას, რომ ევროპული მომავალი მათ აღარ ექნებათ, მაშინ გაუგებარია დასავლეთში სხვამ რა უნდა გააკეთოს ჩვენი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა სამადაშვილმა.