საჯაროდ მიპასუხოს, დაირღვა თუ არაა კენჭისყრის ფარულობა - თამარ კორძაია სახალხო დამცველს მიმართავს
...
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს.
კორძაია ლევან იოსელიანს საჯაროდ სთხოვს პასუხს იმაზე იყო თუ არა დარღვეული ხმის ფარულობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
„მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და ვკითხო, საჯაროდ მიპასუხოს, დაირღვა თუ არაა კენჭისყრის ფარულობა ქვეყანაში და დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით აღიარებული ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება. გამოვიდეს ლევან იოსელიანი და თქვას, ბიულეტენებზე, როდესაც ჩანდა გაფერადებული სუბიექტი, არის თუ არაა ეს ტოტალური დარღვევა. კალანდარიშვილმაც კი აღიარა რომ ბიულეტენებიდან ეს ჩანდა. ამას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და დროა სახალხო დამცველმაც ამოიღოს ხმა, ოღონდ საჯარო განცხადებას ვითხოვ მე მისგან," - განაცხადა კორძაიამ.