პოლიციას არ უნდა დავაკავებინოთ თავი, დავიკავოთ დისტანცია, წამოვლენ დაგვიჭერენ? დაგვიჭირონ - ვაშაძე

სულ ნახვები : 2,307
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

პოლიციას არ უნდა დავაკავებინოთ თავი. დავიკავოთ დისტანცია, წამოვლენ დაგვიჭერენ? დაგვიჭირონ - განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ  მთავარი არის ვიყოთ ორგანიზებულები, სისტემურები და არცერთ შემთხვევაში არ მივცეთ საშუალება რომ თავი დავაკავებინოთ. 

“პოლიციას არ უნდა დავაკავებინოთ თავი. დავიკავოთ დისტანცია, წამოვლენ დაგვიჭერენ? დაგვიჭირონ. 

ამას ჰქვია მობილური პროტესტი, მინიმუმ ხუთი ადამიანი მაინც დავდგეთ ერთად რომ ვერ დაგვაკავონ. მთავარი არის ვიყოთ ორგანიზებულები, სისტემურები და არცერთ შემთხვევაში არ მივცეთ საშუალება რომ თავი დავაკავებინოთ. მელიქიშვილი ახლა დაკეტილი აქვს პოლიციას, ჩვენი მიზანი მიღწეულია, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი არის გადაკეტილი. მაქსიმალურად იყავით მობილიზებულები და გადავდივართ ახალი ტიპის პროტესტზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ” - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა