ჩვენთვის არაა სიახლე მათი საქციელი, მათთვის იქნება სიახლე ჩვენი გეგმები - ელენე ხოშტარია
...
ვაგრძელებთ რაც მთავარია ბრძოლას, ჩვენთვის არაა სიახლე მათი საქციელი, მათთვის იქნება სიახლე ჩვენი გეგმები, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, სადაც პოლიციის მიერ ოპოზიციის აქციის დარბევის შემდეგ გადაინაცვლეს.
ხოშტარიას თქმით, ახლა პოლიციას აქვს გადაკეტილი ქუჩა, რის გამოც ოპოზიცია დაარბიეს.
„დღეს მათ დაუშვეს შეცდომა, კიდევ ერთხელ, ჩვენი ამოცანაც პირველი დღიდან იყო მოულოდნელი პროტესტი მოულოდნელ ადგილას, მოულოდნელ მომენტში. კიდევ ერთხელ მათ ანახეს საკუთარი სახე მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვხედავთ ადამიანები არა თუ ვერ დაშალეს, თავად უწევთ ახლა ქალაქის ცენტრის პარალიზება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, „გვეხმარებიან“ ჩვენ, გვეხიდებიან, ასე ვთქვათ. ბუნებრივია, ჩვენთვის არაფერი მოულოდნელი არ არის, ვწუხვარ იმ ადამიანების, მათ შორის იმ ოპერატორის გამო, რომელიც დააკავეს, აქტივისტები დააკავეს, ყველას მივხედავთ აუცილებლად. რამდენიმე ადამიანს დაზიანება მიადგა, ყველას გვერდით ვუდგავართ. ვაგრძელებთ რაც მთავარია ბრძოლას, ჩვენთვის არაა სიახლე მათი საქციელი, მათთვის იქნება სიახლე ჩვენი გეგმები“, - განაცხადა ხოშტარიამ.