12 წელია მუდმივად ყვირიან გაგვიყალბესო - დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე
...
ტყუილის გარშემო ხალხის მობილიზება შეუძლებელია და ეს უნდა გაიგოს ოპოზიციამაც და მისმა პატრონებმაც - ამის შესახებ დღეს, 19 ნოემბერს პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხიუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არ ყალბდება და ამიტომაც არავინ გამოდის გარეთ ოპოზიციის მიტინგზე.
„12 წელია მუდმივად ყვირიან გაგვიყალბესო. თუ ეს მართლაც ასეა ე.ი „სიტყვაფანდურები“ ყოფილან და ეს რომ ასე არ არის, იმიტომ მიტინგობენ მუდმივად ხალხის გარეშე.
ოპოზიციამ წაგების აღიარება უნდა ისწავლოს, თორემ მალე საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც დაკარგავს და თუ შინ არ ივარგებს, გარეთ „ნადირობაც“ ხეირს ვერ მისცემს. კისრიდან ბაწარს შეხსნიან და ირბენენ აღმა-დაღმა უპატრონოდ.
პრეზიდენტმაც „ფარულობა“ დაარღვია და „გულის ზრახვები“გარეთ გამოფინა- პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის მიუხედავად, კიდევ მაპრეზიდენტეთო. ყველას ყველაფერი უნდა,არადა ამის არც თავი აქვთ და არც „ბოლო“.
ბრძენია საზოგადოება და მიუხედავად, ზოგჯერ ზედმეტი ხმაურისა, თუ ზედმეტი სიჩუმისა ყველას საკადრის შეფასებას აძლევს. დღეს ის ოპოზიციას, სრულიად დამსახურებულად, არ ენდობა", - განაცხადა ხუნდაძემ.