ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკამ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, გიორგი ახალაიაზე ძებნა გამოაცხადა
სულ ნახვები :
163
...
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, გიორგი ახალაიაზე ძებნა გამოაცხადა.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ 40 წლის საქართველოს მოქალაქე გიორგი ახალაიაზე ძებნას აცხადებს. ახალაია გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნაში". – ვკითხულობთ ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების მტკიცებით, 2022 წლის მარტი-მაისის პერიოდში ახალაია უკრაინაში ჩავიდა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში 2024 წლის აგვისტომდე იღებდა მონაწილეობას.