მარტში სომხეთი
...
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად 2025 წლის მარტში პლეი ოფის მატჩის გამართვა უწევს.
ჩვენების მეტოქის გამოსავლენად შვეიცარიაში წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება.
წილისყრისას საქართველოს ნაკრები განთესილი იყო და პლეი ოფის პირველ მატჩს 2025 წლის 20 მარტს სტუმრად, ერევანში ჩაატარებს, საპასუხოს – 23 მარტს თბილისში.
საქართველოს ნაკრები სომხეთს აქამდე შვიდჯერ შეხვდა, მათგან 3 თამაში ჩვენებმა მოიგეს, 2 ფრედ დამთავრდა, ორჯერაც სომხეთმა იმარჯვა. ამ მატჩებში ქართველმა ფეხბურთელებმა 14 გოლი გაიტანეს, 8 კი მიიღეს.