მამარდას 900 000

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ევრო 2024-დან „ვალენსიას“ 900 000 ევრო შეუვიდა. თითქოს სად სანაკრებო და სად საკლუბო ფეხბურთი, მაგრამ ასეც არ არის საქმე.

როგორ საზღვრავენ, რა თანხა უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატიდან ამა თუ იმ კლუბმა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ეტაპიდან გამოეთიშა შეჯიბრებას ის ნაკრები, რომელშიც მისი ფეხბურთელი გამოდიოდა. იგულისხმებიან ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ კლუბში სამი სეზონის განმავლობაში მაინც თამაშობენ.

ევრო 20024-ზე ერთადერთმა ვალენსიელმა მიიღო მონაწილეობა. ასე ცოტა წარგზავნილი ევროზე „მესტალიადან“ 1992 წლის მერე არ ყოფილა. ჯერ იყო და თურქეთის ნაკრებიდან ჩენქ ოსქაჩარი დაითხოვეს – არ შეიყვანეს განაცხადში — შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს დაშავებული ხოსე ლუის გაია გამოაკლდა. შესაბამისად, ზემოხსენებული 900 000 ევრო მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის გამომუშავებულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები