ბარსელონაში კვარა ახსენეს

სულ ნახვები : 176
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბარსელონა“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება. კატალონიელები მზად არიან, ქართველი შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელი ჰანს ფლიკი მარცხენა გარემარბის ძიებაშია, კვარაცხელიას ტრანსფერი კი პრიორიტეტული ვარიანტია. ისიც დაიწერა, რომ ხვიჩას ტრანსფერზე მუშაობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ „ბარსელონა“ „ბილბაოდან“ ინაკი უილიამსის გადაბირებას აღარ შეეცდება.

კვარაცხელია ჩინებულ ფორმაშია. „ნაპოლის“ ლიდერმა ამ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ბარსელონა“ ლა ლიგაში 33 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი 9 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები