ევროპაზე მეორედ
...
ზედიზედ მეორედ - საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. თბილისში 1:0 მოგების შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ხორვატიას ესტუმრა. ძირითად დროში ჩვენებმა 2:3 წააგეს, დამატებით ტაიმებში გოლი არ გასულა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
მატჩის ძირითადი დროის გასვლასთან ერთად ჩვენებზე ზეწოლაც იზრდებოდა. სტუმრები დაცვაზე მაქსიმალურად ზრუნავდნენ, თუმც, სამწუხაროდ, 91-ე წუთზე ანგარიში 2 მატჩის ჯამში მაინც გათანაბრდა.
დამატებითი დრო მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და მალევე ჰქონდათ საგოლე მომენტი, რა დროსაც ძელმა გვიხსნა. დამატებითი ტაიმი მთლიანად ხორვატიის იყო. ჩვენებს დაღლა ეტყობოდათ და ამ კომპონენტში მასპინძლები უკეთესები იყვნენ. იგივე ხდებოდა მეორე დამატებითი ტაიმისას. ხორვატების უპირატესობა დიდი იყო და სვანაძის გუნდი დაცვაძე ფიქრობდა.
საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა. ჩვენმა ნაკრებმა 7-6 მოიგო და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გილოცავთ!!!
21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს 11-28 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება.