ოქრო ვარშავიდან
სულ ნახვები :
201
...
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. სპორტულ წყვილებში მონაწილე 14 ქვეყნის 15 წყვილს შორის გამოდიოდა ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
ჩვენი მოციგურავეებისთვის ეს შეჯიბრება იაპონიის გრან პრის ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა იყო. ჩვენმა წყვილმა წარმატებით იასპარეზა და ორი პროგრამის ჯამში 202.03 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ მეტელკინა და ბერულავა გრან პრის ფინალში 5-8 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში იასპარეზებენ.