„ვინ, რატი?.. რატი წერს, მღვდლებმა გადამარჩინესო“ - არქიმანდრიტ იოვანეს თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობა ეკლესიის სიყვარული არ არის

სულ ნახვები : 297
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუ ეკლესიის სიყვარული ის ჰგონიათ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, ცდებიან“,- განუცხადა CNews-ს თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 5 ივლისს, თბილსში მომხდარ ვანდალიზმზე საუბრისას.

„ძალადობას ეკლესიაც ემიჯნება - ორი აზრი არ არსებობს მაგაზე. არ შეიძლება, 5 ივლისის ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ეკლესიის მოაზრება, იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ დადის ეკლესიაში შეიძლება, მაგრამ რაღაც პროტესტი ჰქონდა. იმ ადამიანების ეკლესიასთან გაიგივება, ვინც იძალადა, რაღაც მიზანმიმართული ქმედება უფრო მგონია,“ - ამბობს მამა იოანე.

- ეკლესია არ ახალისებდა ძალადობას?

 - ეკლესია იქ იდგა, ქაშუეთთან, პარაკლისებს იხდიდა.

- აბა, ვინ ძალადობდა მამაო?

- იქ იყო მრევლი, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ მოიზარებოდნენ მრევლში და იდგენენ და იძახდნენ, საქართველოს გაუმარჯოსო. იმ ადამიანებს, ეკლესიის სიყვარული ის თუ ჰგონიათ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, ცდებიან.

- ჟურნალისტებზე სასულიერო პირებიც რომ ძალადობდნენ?

- სასულიერო პირები არა, ერთი წუთით...

- როგორ არა, მამაო, ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ მათზე სამღვდელოებამ იძალადა. მაგალითად, „ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავაც ამას ამბობს...

- ვინ, რატი? რატისთან ახლა შედით სოციალურ ქსელში და გუშინ დაწერილი პოსტი ნახეთ, ძალიან გთხოვთ, სადაც წერს, რომ მღვდლებმა გადამარჩინესო.

- შეიძლება, მაგრამ კადრები ხომ არსებობს, მამაო...

- არცერთ სასულეირო პირს მასზე არ უძალადია, საიდან მოიტანეთ, პირიქით, თვითონ ამბობს, კადრები რომ ვნახე, ყველა სასულიერო პირი მიცავდაო.

- რატის სატელევიზიო კომენტარიც არსებობს და „ფეისბუქპოსტიც“ მეუფე იოანესთან დაკავშირებით, როცა ამბობს: „ხო, მეუფეო, ჩემით შემოვიხიე პერანგი და ჩემით მივიყენე დარტყმები...“

- ეგ არ ვიცი,  მღვდლებს რომ არ გაუკეთებია, ეგ ფაქტია.

- ასევე, მეუფე იოანეზე ამბობს, რომ მოუწოდებდა ძალადობისკენო..

- ვინ მეუფე იოანეზეა საუბარი?! 

- იმ მეუფე იოანე, რომელმაც განაცხადა, რომ რატი წვერავამ თავისით შემოიხია პერანგი..

- ხო, არ მახსოვს. ვინ ვის რა მოუწოდა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ თავად.

ეკლესია ემიჯინება ნებისმიერ ძალადობას, ძალადობას არავინ ეთანხმება, ნებისმეირი სასულიერო პირი, პატრიარქიდან დაწყებული რიგით მორჩილამდე, არ არსებობს ადამიანი, ქრისტე უყვარდეს და ძალადობას ეთანხმებოდეს.

ზუკა ნემსაძე, CNews 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები