ექსკლუზიური კულუარები „ოცნებიდან“: მმართველმა გუნდმა ღარიბაშვილის სამი შემცვლელი მოძებნა - ვინ გახდება პრემიერი

სულ ნახვები : 61,851
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამდენიმე დღეა, „ოცნების“ კულუარებში ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დასავლეთის ქვეყნებს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია უხერხულობას უქმნის.  

CNews-ის ინფორმაციით, 5-6 ივლისის მოვლენებმა, „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო არენაზე ახალი პრობლემები შეუქმნა.  

საქმე ეხება არა LGBT+ თემის უფლების დაცვას, არამედ, ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, დაიცვას ადამიანის გამოხატვის უფლებები და კანონზე მაღლა ტრადიცია დგას, რომელიც რადიკალიზმსა და ძალადობაში გამოხატება.  

დასავლეთში განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს  რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ გახორციელებულ აგრესიას.

სწორედ ამ კუთხით მიიღო ხელისუფლებამ მკვეთრი გზავნილები დასავლეთიდან. „ოცნების“ ერთმა ჯგუფმა ზუსტად გაიგო, რას ითხოვდა მისგან  ცივილიზებული თანამეგობრობა და ამის ნათელი გამოხატულება გახლდათ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა სიტყვა „მაგრამ“, რომელსაც წინა დღეების განმავლობაში, როგორც ძალადობის დაშვება-ლეგალიზაციას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აჟღერებდა.

ამ პროცესის შემდეგ, „ოცნების“ კულუარებში პრემიერის ცვლილებაზე ალაპარაკდნენ. ღარიბაშვილის შემცვლელებად სახელდებიან კონკრეტული პირები - საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბაქრაძე აშშ-ისთვის მისაღები კანდიდატი იქნება. რაც შეეხება კუჭავას და ნარმანიას, მათ სამეგრელოში გახარიას მზარდი რეიტინგის გადაფარვა უნდა შეძლონ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები