რომელი ნაწარმოებები ამოიღეს 2025 წლის ქართული ენის ეროვნული გამოცდის პროგრამიდან? - ჩამონათვალი
...
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა.
გამოქვეყნებული პროგრამის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამოღებულია ის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომლებიც ნებისმიერი თაობის აღზრადასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია.
კერძოდ, ამოღებულია შემდეგი საკითხები:
• სულხან-საბას იგავები;
• გურამიშვილის თავები;
• გოგჩა;
• საღამო გამოსალმებისა;
• პასუხი შვილთა;
• პასუხის პასუხი;
• არ უკიჟინო სატრფოო;
• ცისა ფერს;
• ხმა იდუმალი;
• სულო ბოროტო;
• ვპოვე ტაძარი;
• ბედნიერი ერი;
• ჩემო კალამო;
• განდეგილი;
• აჩრდილი;
• აღმართ-აღმართ;
• სულიკო;
• ქებათა ქება;
• ხევისბერი გოჩა;
• რამ შემქნა ადამიანად;
• იას უთხარით ტურფასა;
• ბახტრიონი;
• კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;
• ყვარყვარე თუთაბერი;
• მშობლიური ეფემერა;
• ლექსი-პოეზია;
• ნინოწმინდის ღამე;
• მკვდართა მზე ვარ.